იენს სტოლტენბერგი პარიზში სოლიდარობის აქციაში მიიღებს მონაწილეობას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარიზში, კვირას დაგეგმილ სოლიდარობის მხარდამჭერ აქციას შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი “ტვიტერზე” ავრცელებს.

“კვირას, პარიზში შევუერთდები აქციას ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობისა და ტერორიზმთან წინააღმდეგ საერთო ძალისხმევის მხარდაჭერის ნიშნად. მე ვარ შარლი”, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა “ტვიტერზე”.
პარიზში გასამართ მსვლელობას ასევე შეუერთდება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვა ქვეყნის პირველი პირები.

ამ დრომდე უცნობია, შეუერთდება თუ არა ხვალინდელ აქციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

banner
წინა სტატიაშიმარკ ცუკერბერგს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის