იენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინას სამხედრო რეფორმების კუთხით დახმარებას გაუწევს

ნატო უკრაინას სამხედრო რეფორმების კუთხით დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ “ბიბისის” ცნობით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილებას თავად ნატო-ს წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად მიიღებენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნატო ცდილობს მოსკოვთან კონსტრუქციულ პარტნიორობას და არ სურს მასთან კონფრონტაცია. თუმცა, მისივე თქმით, მოსკოვმა “სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაივანიშვილი ალასანია-მარგველაშვილის ალიანსზე – ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ