იენს სტოლტენბერგი: ნატო მზად არის, ყველა მისი მოკავშირე ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას

ნატო მზად არის, ყველა მისი მოკავშირე ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსული ავიაციის მირ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
“ნატო-ს შეუძლია და მზად არის დაიცვას ნებისმიერი საფრთხისგან ყველა მოკავშირე, მათ შორის თურქეთიც “, – განაცხდა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ალიანსი მზად არის, თურქეთში დამატებითი სამხედრო ძალები განალაგოს.
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე გაამახვილოს ყურადღება. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსული ავიაიერიშები და სირიის ტერიტორიის ფრთოსანი რაკეტებით დაბომვა “შეშფოთების მიზეზია”.
სირიაში არსებული ვითარება და რუსეთის ქმედებები ამ ქვეყანაში, ნატო-ს მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის ინიციატივით, დედაქალაქში, კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს