იემენის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავიადარტყმები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს

იემენის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად იასინი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის და მისი მოკავშირეების მხრიდან იემენში ამბოხებულებზე საჰაერო დარტყმების შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„სწრაფი და უხეში“ სამხედრო ოპერაცია იმისთვის იყო საჭირო, რომ ჰუსიტების პოზიცია დაესუსტებინათ“, თქვა მინისტრმა ბიბისისთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მომავალი სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს და ქვეყნებმა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა შეძლონ.
იემენის ყოფილმა პრეზიდენტმა ალი აბდულა სალაჰმა, რომელსაც ამბოხებულები უჭერენ მხარს, მხარეებს ასევე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა – ცნობას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა შვედი პოეტი ტომას ტრანსტრომერი
შემდეგი სტატიაპუტინის გარემოცვა ფიქრობს, რომ ის გაგიჟდა