იგი აიძულეს თანხმობა განეცხადებინა–ჩეჩნეთში „საუკუნის ქორწილი“ დაარეგისტრირეს

48fc6d60d05d69416b17ed233fbae62816 მაისს, ჩეჩნეთში არასრულწლოვანი ლუიზა გოილაბიევას და ნიჟაი-იურტოვის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ნაჟუდ გუჩიგოვის ქორწილი ოფიციალურად დარეგისტრირდა. ფოტო ქორწილიდან ერთ-ერთმა რუსულმა რადიომ გამოაქვეყნა საკუთარ ტვიტერ გვერდზე.
ისტორიაზე ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც გოგონას მეზობლებმა ჟურნალისტებს აცნობეს დაგეგმილი ქორწილის შესახებ. 17 წლის არასრულწლოვანმა, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, უარი თქვა მიღებულ წინადადებაზე, დაქორწინდეს 54 წლის პოლიციის განყოფილების უფროსზე, თუმცაღა, სავარაუდოდ, იგი აიძულეს თანხმობა განეცხადებინა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეს-მდივანმაც ინფორმაცია თავდაპირველად უარყო.
რუსეთის ბავშვთა უფლებადამცველმა პაველ ასტახოვმა აღნიშნული ფაქტის კომენტარებისას განაცხადა, რომ ოჯახის კოდექსის თანახმად, უკიდურესი მინიმალური ზღვარი რეგიონის მთავრობებიის მიერ არის დადგენილი. ჩეჩნეთში ეს ზღვარი 17 წელის, ბაშკირეთში 14, პადმასკოვიეში 16.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
შემდეგი სტატიარა ელოდება ცარნაევს სასიკვდილო განაჩენის შემდეგ?