იბრძოდა თუ არა უკრაინის პრემიერი იაცენიუკი ჩეჩნეთში… დუდაევის მხარეს?

უკრაინული მედიის ფოტოშარჟი იაცენიუკზე
უკრაინული მედიის ფოტოშარჟი იაცენიუკზე
უკრაინული მედიის ფოტოშარჟი იაცენიუკზე

რუსულ და უკრაინული მედია, აგრეთვე სოციალური ქსელები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილავენ უკრაინის პრემიერის არსენ იაცენიუკის მონაწილეობას რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტში დუდაევის მხარეს…

უკრაინულ მედიასაშულებებმა და ბლოგერებმა, კურიოზული და სასაცილო უწოდეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ იაცენიუკი გროზნოში დუდაევის მხარეს იბრძოდა…

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრე ბასტრიკინის მიერ ,,როსიისკაია გაზეტასთვის,, მიცემული ინტერვიუს მიხედვით, არსენ იაცენიუკი რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ, მინიმუმ ორ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა…

bastrykinპირველი: 1994 წლის 31 დეკემბერს გროზნოში ,,მინუტკას,, მოედანზე გამართულ ბრძოლაში… და მეორე: 1995 წლის თებერვლის თვეში, გროზნოს მე-9-ე საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში… ,,ის აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდა 1995 წლის 7 იანვარს, გროზნოს ოქტომბრის რაიონში მომხდარ რუსი ტყვეების დახვრეტაში,, აცხადებს ბასტირიკინი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ იაცენიუკი ორი სადამსჯელო რაზმის წევრი იყო… რომ თავდაპირველად ,,არგოში,, იბრძოდა, ხოლო შემდგომ ,,ვიკინგში,,. ბასტირიკინისვე განცხადებით, ისინი ასევე ფლობენ ინფორმაცია, რომ არსენ იაცენიუკი ჯოხარ დუდაევის მიერ, რუსი ჯარისკაცების განადგურების გამო, ,,ერის ღიღსების,, ორდენით იყო დაჯილდოებული.

მიუხედავად უკრაინული მედიის არასერიოზული დამოკიდებულებისა, რუსეთის ბრალდებების მიმართ იაცენიუკის წინააღმდეგ… რუსეთი დღეს დამატებით მტკიცებულებებს აქვეყნებს უკრაინის პრემიერის წინააღმდეგ…

პროკრემლისტური რუსული ტელევიზია ,,LifeNews,, აცხადებს, რომ იაცენიუკის წინააღმდეგ ჩვენება, ერთდროულად რამდენიმე უკრაინელმა ნაციონალისტმა მისცა, რომლებიც რუსული ქალაქ პიატიგორსკის  საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან…

ნიკოლაი კარპიუკი და ჟურნალისტი სტანისლავ კლიხი
ნიკოლაი კარპიუკი და ჟურნალისტი სტანისლავ კლიხი

როგორც რუსული მედია იტყობინება, ნაციონალისტური უკრაინული ორგანიზაცია ,,უნა უნსოს,, წევრებმა, კიეველმა ჟურნალისტმა სტანისლავ კლიხმა და ნიკოლაი კარპიუკმა, რომლებიც ამჟამად დაპატიმრებულნი არიან და პიატიგორსკის იზოლატორში იმყოფებიან და რომელთაც ბრალად ედებათ ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ ფორმირებებში აქტიური მონაწილეობა, ორზე მეტი რუსეთის სამხედრო პირის მკვლელობა სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გამოძიებასთან ერთდროულად და ერთხმად დაადასტურეს არსენ იაცენიუკის თანამონაწილეობა ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულებში…

რუსეთში, სამუდამო პატიმრობის შემაფარდებელი რამდენიმე მუხლით დაპატიმრებული უკრაინელი მოქალაქეების ჩვენება საკუთარი ქვეყნის პრემიერის მიმართ რამდენად სერიოზული მტკიცებულება და არგუმენტია რუსული მარლთმსაჯულებისთვის, ამას მომავალი გვიჩვენებს… მანამდე კი ზოგიერთი უკრაინელი მიმომხილველი არ გამორიცხავს, რომ მსგავმა შეტევამ რუსეთის ხელისუფლებისა და მამსმედიის მხრიდან, ბოლო დროს საგრძნობლად იმიჯშერყეულ უკრაინის პრემიერზე, შესაძლებელია უკრაინელების თვალში იაცენიუკის შერყეული იმიჯის ამაღლებას შეუწყოს ხელი.

თავად უკრაინის პრემიერი არსენ იაცენიუკი კი, ამ ყველაფერს ,,რუსული ხელისუფლების კლინიკურ დიაგნოზს,, უწოდებს.

რუსულ და უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

TIMER-AA

 

 

 

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის თავმჯდომარემ ქვეყნებს მეტი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარი გახდა