ბიბისი: საქართველოში რუსი ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იბისი: საქართველოში რუსი ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იბისი: საქართველოში რუსი ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდამაშინ, როცა გასვლითი ტურიზმი რუსეთში მცირდება თითქმის ყველა მიმართულებით რუბლის დევალვაციის გამო, რუსების რაოდენობა, რომელთაც საქართველოში სურთ შვებულება გაატარონ, სულ უფრო იზრდება.
ზაფხული ყველაზე ცხელი ტურისტული სეზონია საქართველოსთვის. სუვენირების მაღაზიაში, ან კაფეებში სულ უფრო ხშირად გაიგებთ რუსულ საუბარს. დედაქალაქის ქუჩები სავსეა ტურისტებით, რომელთაც ადგილობრივებისგან ადვილად გაარჩევთ მასობრივი ზურგჩანთებით და შორტებით.
ოფოციალური მონაცემებით, რუსი ტურისტების რიცხვი ყველანაირ რეკორდს ხსნის – წერს ბიბისი.

ევგენი ჩერკასსკი და მარია ტოკარევა ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩამოვიდნენ საქართველოში ორი კვირით. მარია საქართველოში პირველად არის, ევგენი – მეორედ.
“სასიამოვნო ხალხი., სასიამოვნო შეხვედრები. თითქოს ნათესავებთან ჩამოხვედი – ამბობს მარია – არავინ ირიბად რა გიყურებს, არავინ ამბობს რომ არასწორად დგახარ და ასე შემდეგ. დღემდე აქ არანაირი მინუსი არ მინახავს, ყველაფერი ძალიან მომეწონა”.
მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ეწვია, ეს 12%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს. ”
ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის მომაცემებით, რუსეთი თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის შემდეგ ვიზიტორებით მეოთხე ადგილს იკავებს.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია ლომიძე ამბობს, რომ რუბლის ვარდნის გამო რუსულ ბაზარზე გასვლითი ტურიზმი თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდა.

“ყველაზე მეტად, ცხადია, ევროპულმა ქვეყნებმა იზარალეს … მაგრამ არის მეორე ტენდენცია და ეს სრულაიდ ცხადია – ორიენტაციის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე გაკეთება, მათ შორის საქართველოზე” – ამბობს ლომიძე ბიბისისთან საუბარში.

მისი თქმით, უმეტესი რუსი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ტურისტული სააგენტოების სერვისით არ სარგებლობს, მაგრამ მაინც არის გარკვეული კატეგორია, რომლებიც მათ მიმართავენ, ამიტომ, ტუროპერატორებიც აფიქსირებენ ვიზიტორების ნაკადის ზრდას.
ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში ჩამოსვლისთვის რუსებს ვიზა რა სჭირდებათ, ასევე, გაზრდილია ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ორივე ქვეყნის ბაზარზე ემსახურებიან ტურისტებს.
მისი აზრით, ქვეყანას უფრო მეტი ტურისტი ეყოლებოდა, ავიაკომპანიებს ბილეთები უფრო რომ გაეიაფებინათ და ასევე სასტუმროებს ფასების რეგულაცია მოეხდინათ.

რაც შეეხება რუსი ტურისტებისთვის აინტერესო ადგილებს, ეს პირველ რიგში თბილისია და ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, მათ შორის კახეთი, შავიზღვისპირეთი და მთის კურორტები.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ისევ დაძაბულობაა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ფაქტობრივად არ მოიხსენიება, სოციალური ქსელები საქართველოში ვიზიტორების პოზიტიური რეაქციებით არის სავსე.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ეჭვს იწვევს დღემდე რუს ტურისტებში სანამ ისინი საქართველოს ეწვევიან – ამბობს ტურისტული კომპანია My Georgia-ს ხელმძღვანელი ეგორ პავლოვი, მაგრამ ეს ეჭვები მაშინათვე ქრება და რეალობა იმაზე მეტ შთაბეჭდილებებს ქმნის, ვიდრე ამის მოლოდინი იყო – თვლის ეგორ პავლოვი.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: იმერეთსა და სამეგრელოში სიმინდისა და თხილის მოსავალი სრულად განადგურებულია
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს