ია მეტრეველი: შემდეგი მსხვერპლი ამ მკვლელების ალბათ, მე ვიქნები

იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა, ის განზრახ მოკლეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა განუცხადა.
ია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ იური ვაზაგაშვილს აფეთქება მოუწყეს და ეს აფეთქება ჩაიდინეს იმ მკველელებმა, რომლებიც დღესაც დაუსჯელები არიან.
“გამორიცხულია, რომ იური ვაზაგაშვილს თავი ამდენი ბრძოლის შემდეგ მოეკლა. ეს აფეთქება მოაწყეს იმ მკვლელებმა, რომლებიც დღემდე დაუსჯელები არიან და ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება მისი შვილის საქმეს. შემდეგი მსხვერპლი ამ მკვლელების ალბათ, მე ვიქნები”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
იური ვაზაგაშვილის ახლობლები ამ დროისთვის ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” არიან შეკრებილები. იური ვაზაგაშვილი საკუთარ სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები რამდენიმე წუთის წინ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში წავიდნენ, სადაც იური ვაზაგაშვილი ამ დრომდე არის დასვენებული. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აფეთქება შეგნებულად მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან ოქროს ნივთები დაიკარგვის ფაქტზე ახალი გარემოებები გამოვლინდა