იაპონიის პრემიერი: ახალი თაობა ომის გამო ბოდიშს არ უნდა იხდიდეს

იაპონიის პრემიერი: ახალი თაობა ომის გამო ბოდიშს არ უნდა იხდიდეს

იაპონიის პრემიერი: ახალი თაობა ომის გამო ბოდიშს არ უნდა იხდიდესიაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის დროს უდანაშაულო ადამიანებს ტკივილი და ტანჯვა მიაყენა, ამასთანავე აღნიშნა, რომ მომავალმა თაობებმა ბრალის სიმძიმე არ უნდა ატარონ ამის გამო.
“იაპონიამ არა ერთხელ გამოხატა გულწრფელი და ღრმა მწუხარება და ბოდიში იმის გამო, რაც ჩაიდინა მეორე მსოფლიო ომის დროს” – თქვა მან, ამასთანავე დაამატა, რომ წინა მთავრობაც ზუსტად ამავე აზრზე იყო, რაც დღემდე უცვლელი რჩება და ასედაც იქნება სამომავლოდ. “ჩვენი შვილები, შვილიშვილები და მათი მომავალი, რომელთაც ომთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ამის გამო არ უნდა იყვნენ ვალდებულები ბოდიში მოიხადონ” – განაცხადა აბემ.

1945 წლის 14 აგვისტოს იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. იაპონიის პრემიერის გამოსვლას დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს კორეა და ჩინეთი, რომელბიც განსაკუთრებით დაზარალდნენ იაპონიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს.

banner
წინა სტატიაშინაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დამნაშავედ სცნეს
შემდეგი სტატიარუსეთი და უკრაინა წინასადეფოლტო მდგომარეობის მქონე 10 ქვეყნის სიაში შევიდნენ