იაპონიამ თვითმკვლელობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

გუშინ იაპონიაში დაიწყო კვირა, რომელიც ქვეყანაში თვითმკვლელობების პრევენციას ეხება.
ღონისძიებები თვითმკვლელოების წინააღმდეგ მსოფლიო დღის ფარგლებში იგეგმება, რომელიც გაეროს გადაწყვეტილებით ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება.

იაპონია რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა თვითმკვლელობების მაჩვენებლით, “დიდი შვიდეულის” წევრ ქვეყნებში. ყოველ წელს ყოველ 100 000 ადამიანზე 18,5 თვითმკვლელობა ხდება, რუსეთში – 19,5, აშშ-ში – 12, 1, ბრიტანეთში – 6, 2.

მთელი კვირის მანძილზე იაპონიაში ცხელი ხაზის ნომრები იმუშავებს, რომელზეც ყველას, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, შეუძლია დარეკოს და რთული სიტაციიდან გამოსავალის პოვნაში დახმარება ითხოვოს. ქუჩაში და საზოგადოებივ ტრანსპორტში სოციალური რეკლამები გამოჩნდა, რომელიც, იაპონიის ხელისუფლების თქმით, თვითმკვლელობებს შეამცირებს.

2014 წელს იაპონიაში დაახლოებით 25,5 ათასმა ადამიანმა მოიკლა თავი. მათ შორის უმეტესობა მამაკაცი იყო. სუიციდი, ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მთავარი მაჩვენებელია იაპონიაში (15-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში).
ყოველწლიურად მსოფლიოში თავს 800 ათასიდან მილიონამდე ადამიანი იკლავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღე მსოფლიოში სამი ათასი ადამიანი იკლავს თავს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს მაჩვენებელი იმაზე დიდია, ვიდრე ომებში დაღუპულების.
მსოფლიოში სუიციდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია გაიანში – 44, 2 ადამიანი ყოველ 100 ათასზე, სამხრეთ კორეაში – 28,9 და შრი-ლანკაში – 28,8.

ყველაზე ნაკლები თვითმკვლელობები ხდება საუდის არაბეთში – 0,4, და ქუვეიტში – 0,9 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ბათუმში ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრო