აშშ-ის ელჩი იან კელი მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს შეხვედა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
იან კელის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ამ მისწრაფებებს.
“საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთა და დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, როგორც ნატო-ს ოპერაციებში, ისე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, კვლავ დავადასტურე ჩემი პრიორიტეტი მტკიცე მხარდაჭერისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების. ასევე მინისტრთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ძალისხმევა მიმართულია, ხელი შეუწყოს საქართველოს არჩევანს და მის ასრულებას. მრავალი გამოწვევაა ჩვენს წინაშე, მაგრამ მე დავადასტურებ ჩემს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს ევროალტანტიკურ არჩევანს”, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.