იანუკოვიჩი ინტერპოლის ბაზიდან გაქრა

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყოინტერპოლმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ძებნა შეწყვიტა, აცხადებს იურიდიული კომპანია oseph Hage Aaronson, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის ინტერესებს იცავს.
“იანუკოვიჩი უკვე აღარ ჩანს ძებნილი პირების სიაში” – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
რამდენიმე ხნის წინ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს იანუკოვიჩის ძებნილი პირების სიაში შეყვანის გამო, ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ იანუკოვიჩის საქმეს პოლიტიკური ხასიათი მიეცა.
ინტერპოლმა მიმდინარე წლის 12 იანვარს გამოაცხადა ექს-პრეზიდენტზე ძებნა.
მაშინ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ინტერპოლის სპეციალურმა კომისიამ უკრაინის მთავრობის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის სიაში შეყვანის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ მაიკლის თაყვანისმცემლები შოკში არიან+ფოტო
შემდეგი სტატიათიბილოვი: “საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით”