იანუკოვიჩის სკანდალური ინტერვიუ–საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყოუკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბიბისისთან ინტერვიუში თქვა, რომ ის 2014 წლის თებერვლის მოვლენებისას ადამიანების სიკვდილში ნაწილობრივ პასუხისმგებლობას გრძნობს.

აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ დასავლეთ მედიასთან ეს იანუკოვიჩის პირველი ინტერვიუა.
მან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასდროს გაუცია აქციის მონაწილეებისათვის ცეცხლის გახსნის ბრძანება, მაგრამ მისი აზრით, არასაკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ სისხლისღვრა შეეჩერებინა.
«მე სისხლისღვრის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვთვლიდი, რომ არც ერთი ხელისუფლება არ ღირს სისხლისღვრად. ამიტომ უკრაინაში სისხლი რომ იღვრებოდა, მე წინააღმდეგი ვიყავი. და მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ უკრაინაში ომი არ ყოფილიყო» – თქვა იანუკოვიჩმა.

მისი თქმით, მას სროლის ბრძანება არ გაუცია: «მე არ გამიცია არანაირი ბრძანება სროლის შესახებ, ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედიოდა, ეს ერთი და მეორე, მე სახალხოდ ვამბობდი, რომ ძალის გამოყენების წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს სროლის. მე სისხლისღვრის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა შექმნილი სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეს და მათ უფლება ჰქონდათ იარაღი გამოეყენებინათ იმ დარღვევებისთვის, რასაც კანონი განსაზღვრავს. რა შემთხვევებში გამოიყენეს მათ ეს უფლება და რა შემთხვევაში არა, ამის შესახებ ფაქტები მე რა გამაჩნია» – თქვა იანუკოვიჩმა.

მისი თქმით, მეიდანის სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მეიდანის მომხრე რადიკალებს ეკისრებათ: «ახლა, როცა თითქმის წელიწადნახევარი გავიდა მომხდარიდან, უკრაინელებმა დაინახეს, რომ ხალხის დახვრეტაში ხელისუფლება კი არა, ის რადიკალები იყვნენ დაინტერესებული… ის, მე ვიტყოდი, დამნაშავეები, რომელთაც ამ ფორმით გადაწყვიტეს ხელისუფლებაში მოსვლა».

იანუკოვიჩის სიტყვებით, ახლანდელი ხელისუფლება მეიდანის მოვლენების გამოძიებას არ ატარებს: «მე გენერალურ პროკურატურას მივმართე თხოვნით, რომ გამოძიების მასალები გაასააჯროვოს, რადგანაც საზოგადოებამ არ იცის, რომ სინამდვილეში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს… პირიქით, ნადგურდება მეიდანის რადიკალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ყველანაირი კვალი» – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მან «კოშმარი» უწოდა. ყირიმის ანექცია, მისი თქმით, არ მოხდებოდა ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ტერიტორიის უკან დაბრუნებას ის არ თვლის რეალურად: «ყირიმის მოსახლეობის 90% უკრაინის დატოვების მომხრე იყო. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს მეიდანის მოვლენების გაგრძელებაა, იმ რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობის, რამაც ყირიმის მოსახლეობა შეაშინა» – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონბასში მიმდინარე მოვლენებს მან «გენოციდი» უწოდა.
მისი თქმით, უკრაინიდან გაქცევისას სახელმწიფო ქონება არ გაუტაცია და მდიდრული აგარაკი, რასაც ხშირად აჩვენებდნენ, მისი არ იყო.
ამ ყველაფერს ის პოლიტიკური ტექნოლოგიას უწოდებს და განმარტავს, რომ იმავე ტერიტორიაზე მას აქვს დაჩა, რომელიც იანუკოვიჩისგან იყიდა და რომელის მის დეკლარაციაშიც წერია. სახლი კი, რომელსაც მისი უკრაინიდან წასვლის შემდეგ ხშირად აჩვენებდნენ, მას არასდროს ეკუთვნოდა.
იანუკოვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას. მან აშშ-ს და ევროკავშირს მოუწოდა კიევი აიძულონ თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერებთან გამართონ მოლაპარაკებები.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური ხელისუფლებას კრიზისების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია„თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდება“