იანოშ ჰერმანი: მედიაპლურალიზმი არის ფუნდამენტური მნიშვნელობის კომპონენტი ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის

მედიაპლურალიზმი ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელობის კომპონენტი ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, პრეზიდენტ მარგველაშვილთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ყოვედღე არ ხვდება დიპლომატიური კორპუსი პრეზიდენტს პოლიტიკურ ვითარებაზე სასაუბროდ. საუბარი იყო ძირითადად იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია დიპლომატიურ კორპუსს ამ დაძაბულობის შემცირებაში და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი დიალოგს. იმედი მაქვს, რომ ის, რაც ხდება დღეს, გამოწორდება და იქნება პროგრესი. ბევრჯერ მითქვამს, რომ მედიაპლურალიზმი არის ფუნდამენტური მნიშვნელობის კომპონენტი ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მედიაპლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ არსებობს თავისუფალი სივრცე აზრის გამოხატვისთვის, კონკურენციისა და განსხვავებული ხედვების დაფიქსირებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

იანოშ ჰერმანის თქმით, საქართველოში ყოფნის განმავლობაში არსებული დაკვირებით შეუძლია თქვას, რომ ქვეყანაში ცოცხალი და აქტიური მედიაგარემოა. “დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს არჩევნების წელი მოდის”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4049 ლარია
შემდეგი სტატია“დაინტერესებული ვართ დემოკრტარიული პროცესის შენარჩუნებით თქვენს ქვეყანაში, ასევე, სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვით”