იანოშ ჰერმანი: ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებზე გავლენას არ მოახდენს

ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა, რომელსაც გაერთიანება კრიზისის ფარგლებში შეიმუშავებს, საქართველოს მოქალაქეებზე გავლენას არ მოახდენს.

ევორკავშირის ელჩის განამრტებით, საქართველოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა მიმდინარე მოვლენების ფონზე ნეგატიურ კონტექსტში არ გადაიხედება.

„რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის პოზიცია იგივე რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ შევცვალოთ ის სანქციები, რაც ამ ქვეყნის მიმართ არსებობს. სიტუაციის ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვემ ვართ ვიზალიბერალიზაციის ეტაპზე. ჩვენ ახლა ევროკომისიის დახმარებით ვაკეთებთ ანგარიშს იმაზე, თუ როგორ უძღვება საქართველო ამ პროცესს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიგრაციის პრგობლემას თქვენ ქვეყანაზე გავლენა არ ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ევროკავშირი მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს რაიმე გზების გამონახვა და კანონების შემუშავება ამ კუთხით“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავა: ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: მერაბ ტურავა არაა ის კაცი, პასუხისმგებლობას დაემალოს