იანოშ ჰერმანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო შეასრულებს ამ კრიტერიუმებსაც

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რიგის სამიტთან დაკავშირებით წინასწარი კომენტარი თბილისში გააკეთა.

მისი თქმით, 8 მაისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, რომელშიც საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი ძალიან დადებითად შეფასდა.

“კომისიამ ასევე გამოაქვეყნა ანგარიში იმ სფეროებზე, რომლებიც უფრო მეტ დახვეწას და დასრულებას საჭიროებს. ახლა ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვართ. პერსპექტივაც უკვე გარკვეულია. პირდადად მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეასრულებს ამ კრიტერიუმებსაც. წლის ბოლომდე მომზადდება კიდევ ერთი ანგარიში და თუ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება, ამ ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება,” – განმარტა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შემდეგი სტატიაBBC – „შემაჯამებელმა დეკლარაციამ თბილისი გააწბილა,,