თქვენ ძალიან არ გიყვართ 9 წლის ხსენება, მაგრამ შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შეადაროთ-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პარლამენტი„ძნელია იმის ყურება, როცა ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენელი დღეს აკრიტიკებს იმ ხელისუფლებას, რომელსაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმდენი პროექტი აქვს დაფინანსებული და განხორციელებული, რაც ცხრა წლის განმავლობაში ვერ და არ გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
დიახ, თქვენ ძალიან არ გიყვართ 9 წლის ხსენება, მაგრამ შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შეადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„მარტო ჯანდაცვის პროგრამაზე გასულ წელს 605 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ, როცა 2011 წელს ეს ციფრი 277 მლნ ლარს შეადგენდა. შეგახსენებთ, როგორ ეპყრობოდით თქვენ ექიმებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, სამხედროებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელზეც ჩვენი და ჩვენი შვილების განათლება, უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, 4 წლის განმავლობაში, 50 ლარით ანუ 26 პროცენტით გაუზარდეთ ხელფასი მასწავლებლებს, ხოლო ჩვენ 2013 წელს მასწავლებლის ხელფასი 26-40 პროცენტით გავზარდეთ; ასევე გეტყვით, რომ მომავალ წელს მასწავლებლის ხელფასი გაუტოლდება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, ანუ 65-75 პროცენტით გაიზრდება. სამარცხვინო იყო მეცნიერების ხელფასები, რომელიც 150-200 ლარს შეადგენდა. წელს ამ უაღრესად საპატივცემულო ადამიანების ხელფასი 2,5-ჯერ ანუ 250%-ით გაიზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ამას დავუმატოთ ის, რომ წლების განმავლობაში სოფლის ექიმი მომსახურების ღირებულებიდან თვითონ ყიდულობდა სამედიცინო დანიშნულების ნივთებს და მედიკამენტებს. გასული წლიდან ამ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. სრულიად განვაახლეთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. დასრულდა დრო, როდესაც რეგიონებში უძველესი, გაპარტახებული მანქანებით ემსახურებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. გარდა ამისა, გასული წლიდან რეგიონებში 84 ახალი ამბულატორიის მშენებლობა დავასრულეთ. არც მსგავსი პროექტი განხორციელებულა თქვენი ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუტა პაჭკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა–ვახტანგ გომელაური
შემდეგი სტატიაარ გრცხვენით და ნამდვილად არ გაქვთ ზღვარი ტყუილებში–გიორგი ვაშაძე