,,თქვენ შეურაცხყავით ისტორია, ფენომენი, რომელსაც ჩხოროწყუელობა ჰქვია”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა, ჩხოროწყუში ,,ნაციონალების” ოფისზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, სოციალური ქსელით პოსტს აქვეყენებს:

,,სტუმრის დახვედრით ლაკადა განთქმულია. შოკისმომგვრელი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე მოწყობილი თავდასხმა ჩხოროწყუში ორიოდე წლის წინ. ვანდალები ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები იყვნენ. გავუფრთხილდით წესიერებით განთქმული პატარა რაიონის სახელს, არ ავტეხეთ აურზაური. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ციებ-ცხელებას არ დაეზიანებინა ულამაზეს კუთხეში მცხოვრები ადამიანების, ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების ურთიერთობები.
დამთრგუნველი იყო დღევანდელი დილა. ჩვენი ოფისის კედლები მოთხვარეს წითელი საღებავით, დააწერეს უკადრებელი ფრაზები. მინდა, მივმართო უგუნურ ადამიანებს, რომლებმაც ეს ვანდალიზმი ჩაიდინეს-თქვენ ჩვენ კი არ გვავნეთ, თქვენ შეურაცხყავით ისტორია, რომელიც დიდმა ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს, ფენომენი, რომელსაც ჩხოროწყუელობა ჰქვია. სამწუხარო რეალობაა, რომ ავბედითმა დრომ მოგიყვანათ საზოგადოებისთვის ჩირქის მომცხებად. დარწმუნებული ვართ, მალე გაქრებით პოლიტიკური ცხოვრების თვალსაწიერიდან”–წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი უკრაინაში იმყოფება
შემდეგი სტატიააშშ–ს ელჩი პრეზიდენტის და სპიკერის განცხადებას ,,კარგ განცხადებებს” უწოდებს