თქვენ ემსახურებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

sesiashvili”თქვენ ეს თავისუფლება ვერ აითვისეთ და იმ პოლიტიკას აგრძელებთ. თქვენ ემსახურებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. ამაში საზოგადოებაც დამეთანხმება. ყველაფერს უნდა ერქვას თავის სახელი. მითუმეტეს იმედთან მიმართებაში, მე იმედის ხელმძღვანელობის განცხადება არ მომეწონა იმიტომ, რომ იქ კითხვები მეც გამიჩნდა და მირჩევნია, მეტი პასუხები იყოს. ეს გააქარწყლებს ეჭვს, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ მედიის კონტროლს. ღმერთმა დაგვიფაროს. ადრე თუ გვიან არასწორი დამოკიდებულება თავისუფლების მიმართ აუცილებლად იფეთქებს და ეს ჩვენ ხელისუფლებას არ სჭირდება. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში თქვენთან ერთად 80%-ია მოსახლეობის. ეს თქვენი არჩევანია. თქვენ ემსახურებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ღმერთმა შეგარგოთ. ეხ ჩვეულებრივი მოვლენაა. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და მეცოდინება, რომ, როცა დამპატიჟებთ, მივდივარ ოპონენტთან,” – ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა, თოქშოუ “არჩევანში” საუბრის დროს გააკეთა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, მედიაზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის კონტროლს გამორიცხავს. ეჭვებს, რომ ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია, ირაკლი სესიაშვილი არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ ეს ეჭვები მალე „გაქარწყლდება“.

„რაც ჩვენ ვისწავლეთ წინა ხელისუფლებისგან, არის ის, თუ როგორ არ უნდა ვმართოთ და ჩვენ მათ შეცდომებს არ გავიმეორებთ,“ – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.მისიევ თქმით ინგა გრიგოლიას ეთერიდან მოხსნა ხელისუფლებისთვის საზიანოა და მასში ხელისუფლების ინტერსები არ არის.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, მედიაზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის კონტროლს გამორიცხავს. ეჭვებს, რომ ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია, ირაკლი სესიაშვილი არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ ეს ეჭვები მალე „გაქარწყლდება“.

sesia

„რაც ჩვენ ვისწავლეთ წინა ხელისუფლებისგან, არის ის, თუ როგორ არ უნდა ვმართოთ და ჩვენ მათ შეცდომებს არ გავიმეორებთ,“ – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
გადაცემა არჩევანში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის, განცხადებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ კითხვით მას გადაცემის სტუმარმა, ჟურნალისტმა მერაბ მეტრველმა მიმართა.

ეკა მიშველაძემ გადაცემაში თქვა, რომ მის პირად ცხოვრებას უთვალთვალებდნენ.

„ეს ინფორმაცია ჩემთვის ყურადსაღები იყო და მზად ვარ, პირადად შევხვდე ეკა მიშველაძეს და დავინტერესდე. ამ განცხადებას მივყვები აუცილებლად. მას შეეძლო, არამარტო ჩემთვის, არამედ სამართალდამცავებისთვისაც მიემართა და დარწმუნებული ვარ, ადეკვატური რეაგირება მოჰყვებოდა ამას,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები ღომს, ვაკუუმის გრძელვადიან პაკეტებში გამოუშვებენ…
შემდეგი სტატიაეკა კვესიტაძის სკანდალური განცხადება