თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შს მინისტრი–გიორგი მარგველაშვილი

margvelashსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე ქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიულოცა.

მარგველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეფექტური საქმიანობისთვის საგანგებო მადლობა გადაუხადა.

„თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შს მინისტრი, ხაზგასმით მინდა მივულოცო მას დღევანდელი დღე.

რთულ ვითარებაში, როდესაც პოლიციელების წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული გომელაურმა შეძლო და ფაქტობრივად, თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი, თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მადლობას, ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ყველაზე საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90%-ით იკლო, რაც ჭიკაიძის დამსახურებაა
შემდეგი სტატია“მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს,”-გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილზე საუბრობს