“თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”

თუ ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით მალე კონკრეტული შედეგი არ დაიდება, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზეც ვიფიქროთ.
“აუცილებელია, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი დაიდოს ძალიან მალე. . აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიება. ამისთვის მნიშვენლოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება. თუ არ მოხდება გამოძიება, რა თქმა უნდა, ალბათ უნდა ვიფიქროთ სხვა მეთოდებზე, მათ შორის თუნდაც დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომიტეტის შექმნის შესახებ”, – აღნიშნა ნანუაშვილმა.
მისი განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს საქმის გამოძიებას. “დამატებით დეტალებს დღეს მოგვიანებით გავამჟღავნებთ”, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ექვს შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს
შემდეგი სტატიასაქართველოში 2017 წელს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება