თუ რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოხდება ეს პირდაპირ აისახება მედია ბაზარზე და გართულდება ყველა ჟურნალისტის საქმიანობა

რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოხდება ეს პირდაპირ აისახება მედია ბაზარზე და გართულდება ყველა ჟურნალისტის საქმიანობა

რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოხდება ეს პირდაპირ აისახება მედია ბაზარზე და გართულდება ყველა ჟურნალისტის საქმიანობამედია ექპერტი თამარ კინწურაშვილი ჟურნალისტური კორპუსის სოლიდარობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შანტაჟისა და უკანონო თვალთვალის ფაქტები დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილია. მისი თქმით ასეთი ფაქტები უკვე იყო ეკა მიშველაძისა და ფარესაშვილის შემთხვევის დროს.

„მნიშვნელოვანია ჟურნალისტური კორპუსის სოლიდარობა, იმიტომ რომ უფრო ვოკალურები რომ ვყოფილიყავით და რეაგირება მოგვეხდინა თუნდაც ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელზეც გამოძიებაც არ არის დაწყებული, ალბად ასეთი გაგრძელება არ იქნებოდა,“ – აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

მედია ექპერტი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ თუკი რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოხდება ეს პირდაპირ აისახება მედია ბაზარზე და გართულდება ყველა ჟურნალისტის საქმიანობა.

„ბიძინა ივანიშვილი ამბობდა რომ რუსთავი 2 ცუდ ტონს აძლევს სხვა ჟურნალისტებს და ეს არის მთავარი პრობლემა მისი ხელისუფლებისა,“ – აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

banner
წინა სტატიაშიახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია ხელისუფლებას მიმართავს