,,დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო სპეციალისტებს გააგზავნის. ისინი უკრაინულ არმიას პერსონალის გაწვრთნასა და ლოჯისტიკაში დაეხმარებიან ისე, რომ კონფლიქტის ზონიდან შორს იქნებიან,, ამის შესახებ პრემიერმა დევიდ კემერონმა ბრიტანული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
,,თუ რუსეთი დღეს უკრაინაში არ გავაჩერეთ, ხვალ დესტაბილიზაციას მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიხილავთ,, განაცხადა კემერონმა.
ამასთანავე, ბრიტანეთის პრემიერმა ილაპარაკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე… ,,ამაზე ჯერ ფიქრი ნაადრევია. ჯერ ჩვენ ვიქრობთ მხოლოდ არალეტალურ დახმარებაზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ მომავალში იარაღის მიწოდებაზეც ვიფიქროთ,, განაცხადა დევიდ კემერონმა