“თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება“ – ზურაბ აბაშიძე რუსულ ემბარგოზე

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით „როსპატრებნადზორის“ განცხადება ანტირუსულმა სანქციებმა გამოიწვია. პროცესებს ზურაბ აბაშიძე ეხმაურება. რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის სპეციალური წარმოამდგენლის განცხადებით, თუკი მოსკოვი ემბარგოს გამოიყენებს, ეს არასწორი ნაბიჯი იქნება.

„ზოგადად ხარისხის კონტროლი ჩვენთან ძალიან კარგია, მაგრამ, სხვადასხვა რუსული უწყებების მიერ გაკეთდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ეს თემა შესაძლოა სანქციებთან იყოს დაკავშირებული. თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამს საქართველოსთან ვაჭრობის შეზღუდვის კუთხით, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება,“ – განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 74 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას დედა სასამართლოზე მხოლოდ ბრალდების მხარემ დაკითხა