„თუ ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს იქნება რეალური გზავნილი“

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ სკამების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

როგორც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე შეკრებილი არასამთავრობოების და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვდერის დაწყების წინ ბურჯანაძემ განაცხადა, “დემოკრატიულ მოძრაობას” აქვს ინიციატივა, რომ შუალედურ არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადოს და თუ ხელისუფლება შუალედური არჩევნების დროს მარტო დარჩება, ეს იმის საშუალებას გააჩენს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციამ სამართლებრივი გარემო მოიპოვოს.

„ქართული ოცნების“ საქციელი ამ ეტაპზე ნამდვილად სამარცხვინოა. ამ გაერთიანებაში არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სისტემას აკრიტიკებდნენ და უსამართლოს უწოდებდნენ. პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლიდნენ, თუმცა როდესაც სავარძლებში მოკალათდნენ, ჩათვალეს, რომ მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნება უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ ყველანაირი დაპირება მათთვის არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ვთვლი, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია. მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვინც შუალადური არჩევნების ბოიკოტირებას გამოეხმაურა მადლობა გადავუხადო, ეს ნამდვილად საერთო საქმეა და აბსოლუტურად სამართლებივი მექანიზმია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ხელისუფლება თავისი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის იბრძვის, ხოლო ოპოზიცია რეალურად სამართლებრივი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუ რეალური ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რეალური გზავნილი იქნება.

„თუ ხელისუფლება შუალედური არჩევნების დროს მარტო დარჩება, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლებრივი გარემო მოვიპოვოთ. თუ რეალური ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს შუალედურ არჩევნებს ეს იქნება რეალური გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვფიქრობ, ამ განცხადებას ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს და მიხარია, რომ უკვე სერიოზული გამოხმაურებებია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„არჩევნების იმ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რასაც ხალხს ყველა პარტია სთავაზობს „ქართული ოცნების“ გარდა”
შემდეგი სტატიასოსო ბარათაშვილის შეფასებით, პროკურატურა იძულებული გახდა, საჩივრისთვის გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა