“თუ ოდნავ გადავუხვიეთ ევროინტეგრაციის გზიდან, ყველაფერი უკუღმა წავა”

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

“თუ ოდნავ გადავუხვიეთ ევროინტეგრაციის გზიდან ყველაფერი უკუღმა წავა,” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა. უსუფაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სწორად ხორციელდება, თუმცა პარლამენტის თავმდჯომარე არ გამორიცხავს, რომ რაღაც პრობლემები არსებობდეს.

“საქართველო არის შემადგენელი ნაწილი ევროპული ცხოვრების, ევროპული პოლიტიკის. ყველა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ძალიან სწორ და გონივრულ პოლიტიკას ატარებს როგორც მეგობრებთან, ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე მტერთან მიმართებაში. არ გამოვრიცხავ ცალკეულ პრობლემებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედ ხელისუფლებას და ყველას მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ თუ ოდნავ გადავუხვიეთ ამ გზიდან ყველაფერი უკუღმა წავა, უსაფრთოხების თვალსაზრისითაც და ეკონომიკის კუთხითაც,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ევროინტეგრაციის კუთხით 3 წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია, ინერციით მიდის ქვეყანა”
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტზე მუშაობს