,,თუ მიშას პრემიერად დაუძახებენ… ის საქართველოში წავა,, აცხადებს ოდესის ვიცეგუბერნატორი

d806543f5acf4d5a1429167d68101a9eოდესის ვიცეგუბერნატორი და მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი ვლადიმირ ჟმაკი უკრაინულ მედიასთან აცხადებს, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და დიდი ალბათობით გაიმარჯვებენ, რამეთუ ივანიშვილის მმართველი პარტია სწრაფად კარგავს პოპულარობას…

,,ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი დღითი-დღე ისევ იზრდება და სავარაუდოდ ისინი მიიღებენ ხმების უმრავლესობას… და რადგანაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სწორედ ისინი დანიშნავენ პრემიერს… თუმცა ეს გარკვეულ დროს წაიღებს,, აცხადებს ჯმაკი.

ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, სააკაშვილი მასთან ხშირად ახსენებს იმ პროექტებს, რომლის რეალიზებაც უნდოდა და  ვერ მოასწრო… ,,წინა არჩევნებში ძალიან იყვნენ დარწმუნებულები, რომ გამარჯვება ჯიბეში ჰქონდათ… ამიტომ მოეშვნენ და წააგეს არჩევნები… თუმცა განსხვავება ძალიან მინიმალური იყო,, აცხადებს ვლადიმირ ჟმაკი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ ,,ახლაც, თუ მიშას პრემიერად დაუძახებენ, ის საქართველოში წავა,,

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაში“354.7 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია”
შემდეგი სტატიაახალი იმპლანტატნტი კიბოს მეტასტაზებს ისრუტავს