“თუ ისინი გადაწყვეტენ მოქალაქეობის ჩამორთმევას ეს მათი უფლებაა,“-მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობაზე საუბრობს

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

„მე არ ვაპირებ, რომ საქართველოს მთავრობის სამუშაო გავაადვილო. თუ ისინი გადაწყვეტენ მოქალაქეობის ჩამორთმევას ეს მათი უფლებაა,“-ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „პოსტსკრიპტუმთან“ ოდესაში, საკუთარ ახალ სამუშაო კაბინეტში გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში და განმარტა აპირებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ყოფნას და დარჩება თუ არა ის ტავის თანაგუნდელებთან.

„არ მივატოვებ ჩემს თანამებრძოლებს. საქართველოში ჩემს მონაწილეობაზე უარს ვერ მათქმევინებენ. ივანიშვილი 2012 წელს რომ დარბოდა მიტინგებზე ვინმე კითხულობდა მოქალაქეა თუ არა? შუშის იქიდან რომ გვმოძღვრავდა. მე მინდა საქართველოში პოლიტიკაში და მის ბედში მონაწილეობა და არა უბრალოდ მის არჩევნებში და პოლიტიკაში, ეს ყველაფერი პირობითია. საქართველოს ბედი არის გადამწყვეტი,“-განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „პოსტსკრიპტუმტან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მან და მისმა გუნდმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც დრეს შიდა რღვევის, ინსტიტუტების მოშლის, კორუფციისა და ხალხის სიღარიბის გამო საფრთხეშია.

„რამდენი საქმეც არ უნდა მქონდეს აქ, ჩემი ფიქრის უმეტესი ნაწილი იქნება იმ საკითხებზე, რომელზეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მე ეს პასუხისმგებლობა არ მომიხსნია არც ქართველი ხალხის და არც ჩვენი ისტორიის წინაშე, აქაც ჩვენ ვაკეთებთ ქართულს საქმეს,“-აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ახლა ოდესაში შედეგის დადება ნიშნავს უკრაინის გადარჩენას და ე.ი. საქართველოს გადარჩენას
შემდეგი სტატია“ძველი ოდესელისგან – ახალს” – ჟვანეცკის რა სამახსოვრო წარწერა გაასაჯაროვა სააკაშვილმა