,,თუ ვინმე არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არ არის დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს”

თუ ვინმე არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არ არის დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ქუთაისში, “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს.
მინისტრის განცხადებით, არც მოსამართლეა, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ის ინფორმაცია აქვს, რომელსაც შესაბამისი წყაროებიდან იღებს.
2 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რასაც დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია სამი ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება გადავიდა პირდაპირ რეპრესიებზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ”
შემდეგი სტატიაანა დოლიძემ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა