„თუ ერთ ქადაგიძეზეა დამყარებული ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და მომავალი, შემირცხვენია ის ქვეყანა,“ – თამაზ მეჭიაური

პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, კანონპროექტის ინიციატორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

თამაზ მეჭიაურს მიაჩნია, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ შეუძლებელია ამან გავლენა იქონიოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა თუ სხვა პარტნიორების საქართველოსთან ურთიერთობებზე.

„თუ ყველაფერი, რაც ხდება, მხოლოდ ერთ ქადაგიძეზეა დამყარებული, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა და მომავალი, შემირცხვენია ის ქვეყანა,“ – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გავქვს” – ეკა გიგაური
შემდეგი სტატიაგალის ქართული წიგნებით მომარაგების საკითხს ჟენევის ფორმატში განიხილავენ – განათლების მინისტრი