“თუ დაიწყება პირდაპირი მოლაპარაკება, ჩვენ მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ,”

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ახალი დიალოგის დაწყებაზე მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელში გამგზავრებამდე სააგენტო „რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური თბილისი აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის ახალ ფორმებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუ მოსკოვი პირდაპირი კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.

“თუ დაიწყება პირდაპირი მოლაპარაკება, ჩვენ მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ და ადამიანურ პრობლემებზე ვიმუშაოთ,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი ანალოგიურ ნაბიჯებს დანარჩენ ქართველებთან მიმართებითაც გადადგამს.

აბაშიძე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ამ ფაქტს რუსეთთან ურთიერთობა არ გაურთულებია და ეს არც საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე არ ასახულა.

banner
წინა სტატიაშილარის კურსი ვარდნას განაგრძობს-კომერციული ბანკები დოლარს 2.35 ლარად ყიდიან
შემდეგი სტატია“ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში მოსკოვის ძალისხმევას მიესალმება”