თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ამის საფუძველი ისაა, რომ ბიზნესს უნდა მოვეფეროთ

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ბიზნესს უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობები შევუქმნათ. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “კვირის 2030”-ში განაცხადა.
მისი თქმით, რა პრობლემებიც დარჩა საგადასახადო კოდექსში თუ შრომის კოდექსში, ამის აღმოფხვრაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს არა მარტო მთავრობა, არამედ მთლიანად ხელისუფლება.
მისი თქმით, ბიზნესმენებმა უნდა იაქტიურონ და მთავრობაც უნდა იყოს ძალიან ფრთხილად.
ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა საგადასახადო შემოწმებაზეც. მისი თქმით, მოსახლეობამაც უნდა გააცნობიეროს, რომ ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და მთავრობა ვალდებულია, ბიზნესს შეუქმნას იდეალური პირობები.
“მთავრობას ვინც არჩენს, ეს ბიზნესი და ბიზნესიდან ამოღებული ფულია. მთავრობამ უნდა მოახერხოს, რაც შეიძლება შეამჭიდროვოს საგადასახადო შემოწმების ვადები, ისე, რომ სტრესი არ მიაყენოს ბიზნესს.
თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ამის საფუძველი ისაა, რომ ბიზნესს უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობები შევუქმნათ. ამავდროულად, ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ საზოგადოებას უნდა გადაუხადოს ის, რა ვალდებულებასაც კანონი აძლევს მას”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება “შრომის კოდექსს”, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი პრემიერობის დროს, როდესაც ევროპაში ვიზიტით იყო, ევროპელებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც შრომის კოდექსზე დაიწყო საუბარი. “იმდენად გათავხედებული იყო წინა ხელისუფლება, რომ ევროპასაც თითქოს თავს ესხმდონენ, რომ თქვენ რაღაც სოციალიზმს აშენებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა იყოს დაცული საზოგადოების და დამსაქმებლის ინტერესები.

banner
წინა სტატიაშიჰუსიტებმა 2 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს იემენის ციხეებიდან
შემდეგი სტატიაამერიკული ჯარი და შარვალჩახდილი პროტესტი ჩეხეთში