“თუ ბიძინა ივანიშვილი, თავისი ნათესავებთან ერთად არ ჩამოცილდა პოლიტიკას, არაფერი არ შეიცვლება სასიკეთოდ “ – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას რეალურად მართავს დეფაქტო პრემიერი, ბიძინა ივანიშვილის სახით.
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია და შანსი, რომლითაც შესაძლებელი იყო ქვეყანას ახლიდან დაეწყო ცხოვრება, ხელიდან გაშვებულია, ვინაიდან ის სამთავრობო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, რეალურად არ ცვლის სიტუაციას.