თუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს

თუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს

თუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობსროგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცი იტყობინება, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაცია. ვეტმფრენებმა 350 ადამიანი სტიქიის ზონიდან ახმეტისა და თელავის მიმართულებით უკვე გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელები, ტურისტების გადმოყვანის პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობენ.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაიმეწყრა, რის გამოც, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია. უამინდობის გამო ამ დრომდე ტურისტების გადმოყვანა ვეტმფრენითაც შეუძლებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიეს არის მორიგი ჩიხი–პაატა ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიაალო, ბიძინა, გესმის?