თუშეთის სოფელ ბოჭორნას შესაძლოა საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭო

შესაძლოა თუშეთის სოფელ ბოჭორნას საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მისანიჭებლად გეოგრაფები საკითხს ადგილზე სწავლობენ. რის შემდეგაც ინიციატივას შესაბამის უწყებებს წარუდგენენ. თსუ-ს პროფესორის, გიორგი დვალაშვილის მტკიცებით, ბოჭორნა საქართველოში დასახლებულ ადგილებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია. დვალიშვილის განმარტებით, თუშეთის ამ სოფელს საქართველოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი სამართლიანად ეკუთვნის. მისივე თქმით, ამ სტატუსის მიღების შემდეგ ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა. „ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც 1964 წელს არის გამოცემული, მითითებულია სოფელი ბოჭორნა. იმ დროისთვის აქ 20 კომლი სახლობდა როგორც ჩანს. სახლები რაც არის 2350 მეტრამდეა. აქამდე ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსი უშგულის თემს ჰქონდა და ეს სტატუსი დღემდე არის, თუმცა რეალურად რომ ვთქვათ უფრო მაღალი დასახლებული პუნქტი არის ბოჭორნა. აღწერის შედეგაბი როდესაც დაფიქსირდება მომავალი წლის გაზაფხულზე, უკვე ეს იქნება ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ აქ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა ცხოვრობს“,- განაცხადა გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა. ამ დრომდე საქართველოში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტის სტატუსი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი უშგული სარგებლობს, რომელის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს. ბოჭორნა სოფელ ომალოდან 12 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი 1952 წელს მთლიანად დაიცალა და სოფლის სტატუსი დაკარგა. 2002 წლის აღწერის მიხედვით, აქ დასახლებული პუნქტი აღარ ფიქსირდებოდა. ვიდრე სოფელს ადგილობრივი მკვიდრი ირაკლი ხვედაგურიძე არ დაუბრუნდა მუდმივ მაცხოვრებლად. 2011 წელს ახმეტის გამგეობამ დასახლებას სოფლის სტატუსი დაუბრუნა.

banner
წინა სტატიაშიფოტორეპორტაჟი–გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა
შემდეგი სტატიაფიერა დელ ლევანტეს გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის წარმოდგენილი