თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

თუშეთის მიმართულებით მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. “დღეს დილიდან განახლდა მოძრაობა თუშეთის მიმართულებით. უკვე აღდგენილია სოფელ შატილიდან სოფელ მუცომდე მისასვლელი საავტომობილო გზის და შატილი-მუცო-გირევის საცალფეხო გზის დაზიანებული მონაკვეთები. შატილიდან სოფელ მუცომდე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისემეკმა “თელასს” ელექტროენერგიის სავარაუდო შესყიდვის ფასი 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა
შემდეგი სტატია“სი თი პარკის” თანამშრომლები გაათავისუფლეს