თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე.

ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მეწყერი ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 55-ე კილომეტრზე ჩამოწვა. მისივე თქმით, მეწყერი დაახლოებით, 30 მეტრის მანძილზეა ჩამოწოლილი.

ამ წუთებში ადგილზე თოვლჭყაპია. ახმეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მანქანების გადაადგილება შეფერხებით შესაძლებელია. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გზის სრულ გაწმენდას წვიმა აფერხებს.

როგორც გამგეობაში ამბობენ, გზა გამოდარების შემდეგ გაიწმინდება და ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება.

ფშაველი-ომალო ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთს ბართან აკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიქოცის კომენტარი: “მაძღარი ბავშვი კარუსელზე რომ დასვა რწყევით მოკვდება”… [ვიდეო]
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს