თურქულმა არმიამ სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარა

b707e9b0-ba55-11e4-accd-b1a4f36a0031-jpg20150222075919-jpg20150222085213წუხელ თურქეთის დღოით 21:00 საათზე, თურქული არმია სირიის ტერიტორიაზე, კობანის პროვინციაში, ქალაქ ალეპოს მახლობლად სპეცოპერაცია,,შაჰ ფირატი,, ჩაატარა.  39 ტანკისა და 150-მდე სხვა სამხედრო ტექნიკის თანხლებით, 572 სამხედრო მოსამსახურე სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ანკლავის დაცვის მოტივით შეიჭრა.

ცნობილია, რომ სირიის ტერიტორიაზე, ოსმალური იმპერიის დამაარსებლის სულეიმან შაჰის სამარხი მდებარეობს, რომელიც თურქებისთვის წმინდა ადგილად ითვლება და 1921 წლის ანკარის შეთანხმების საფუძველზე, სამარხის ტერიტორია თურქეთის საკუთრებაა ანკლავის სტატუსით. სწორედ ამ ტერიტორიის საპატიო ყარაულზე მდგარი 20 სამხედრო მოსამსახურე, 2014 წელს ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლების მიერ იქნა გატაცებული და აქედან გამომდინარე სამარხისა და სიწმინდეების დაცვის მოტივით ამართლებს თურქეტის არმმიის შესვლას თურქეთის ხელისუფლება. დამასკოს რეჟიმის ოფიციალური რეაქცია, თურქული არმიის ქმედებებზე, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

გარდა იმისა, რომ ოპერაციის მონაწილე ერთი თურქი ჯარისკაცი უბედურ შემთხვევას შეეწირა, სხვა არანაირი მსხვერპლი ამ მომენტამდე ამ ოპერაციას არ მოჰყოლია. თურქმა სამხედროებმა სამარხიდან მეფის ნეშტის ამოღება და მისი უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე, სირიის სოფელ ეშმაში გადატანა მოახერხეს, სადაც მას თურქეთის ჯარი დაიცავს. სამარხის საპატიო ყარაულზე მდგარი თურქი სამხედროები კი დღეს დილით უკან სამსობლოში დააბრუნეს.

banner
წინა სტატიაშიარქეოლოგიური აღმოჩენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – ქალაქ ჯვარის მახლობლად ადგილობრივების მიერ მიკვლეულ ობიექტს მეცნიერები შეისწავლიან
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე _ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა უკვე ნამდვილად და არა ისე, სიტყვაზე