თურქული ფონდი აფხაზეთში სირიელ რეპატრიანტებს ეხმარება

პირველად აფხაზეთის ტერიტორიაზე, თურქულმა საქველმოქმედო ფონდმა ,,სადაკათასი,,მ საქველმოქმედო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სირიიდან აფხაზეთში ჩასულ რეპატრიანტების ოჯახებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ, განაცხადა პრესასთან საუბრისას ,,აფხაზეთის მუსულმანთა ერთიანი სასულიერო სამმართველოს,, თავმჯდომარემ სალიხ კვარაცხელიამ.
,,თურქული ფონდის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა ჩვენს ორგანიზაციასთან ერთად, ერთობლივი ძალებით, რამეთუ სირიიდან ჩამოსული რეპაატრიანტები, მუსულმანები არიან და ისინი ჩვენი მეჩეთის მრევლი გახლავთ. ამიტომ ჩვენ ვთვლით რომ ეს დახმარება, რეპატრიანტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომავალში ჩვენ თვითონაც განვაგრძნობთ ამ ხალხის დახმარებას,, განაცხადა კვარაცხელიამ.
,,სადაკათასის,, ფონდის გენერალური მდივნის ემრაჰ ენგინის განცხადებით, მათი ორგანიზაცია უკვე ხუთი წელია რაც არსებობს და 25 ქვეყანაში ანხორციელებს მოქმედებებს. მისივე თქმით, აფხაზეთში მცხოვრები სირიელი რეპატრიანტები, სხვა ქვეყნებში მცხოვრებთა შედარებით უკეთეს პირობებში არიან, თუმცა დახმარებას ისინიც საჭიროებენ. ენგინის განცხადებით, მათი პირველი ჩამოსვლა აფხაზეთში, რომელიც 4 თვის წინ მოხდა, თურქეთში მცხოვრები აფხაზების ინიციატივას უკავშირდება.
თურქული ფონდის მიერ, რომელიც კერძო შემოწირულობებით ფუნქციონირებს, 70-მდე სირიიდან ჩამოსულ ბავშვსაც გაეწია დახმარება აფხაზეთის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ
შემდეგი სტატიაჯიჰადისტებმა 45 ადამიანი ცოცხლად დაწვეს