თურქმა მებაჟეებმა სარფში ქართველებისგან ბირთვულ იარაღში გამოყენებადი ნივთიერებები ამოიღეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე – ქალი და მამაკაცი დააკავეს.

თურქული მედია, თურქეთის სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულებს საზღვარზე 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების აკრძალული ნივთიერება გადაჰქონდათ.

თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით 50 გრამი წითელი ვერცხლის წყალი და 236 გრამი ცეზიუმი ამოიღეს. ორივე მათგანი ბირთვულ იარაღში გამოყენებადი ნივთიერებაა.

იმავე წყაროს ცნობით, ბრალდებულებს ასევე აღმოაჩნდათ ძვირფას ქვებად მიჩნეული ფერადი ქვებიც.

„მოქალაქეთა ჩხრეკა მაშინ გადაწყდა, როცა სპეციალურმა მოწყობილობებმა საზღვარზე რადიაციის ფონის მატება დააფიქსირეს. ჩამორთმეული ნივთიერებები თურქეთის ბირთვული კვლევის ცენტრს ჩაბარდა“, – იუწყება თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია – შარშანდელი წელი საგარეო ვაჭრობის კუთხით რეკორდული იყო და იგივე შედეგები წელს ალბათ ვეღარ იქნება
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი განცხადებას ავრცელებს