თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს

თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს.

შვიდივე მათგანი თურქეთის სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი.

დაკავებულების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით უწყება მონიტორინგს უწევს დაკავებული ქართველების შესაბამის პირობებში განთავსებას. როგორც ცნობილია ქართველები თურქეთის სადეპორტაციო განყოფილებაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულების საქართველოში დეპორტაციის საკითხი კანონის თანახმად დაკავებიდან 10-14 დღის ვადაში წყდება, შესაბამისად კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი შსს-ს და პროკურატურას ხარძიანის მკვლელობის უმოკლეს დროში გამოძიებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლში გადაასვენეს