თურქეთში 100 კგ-იანი აქტიური ბომბი აღმოაჩინეს

თურქეთის აღმოსავლეთში 100 კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს, რომელიც დისტანციურ მართვაზეა და ტუნჟელის საგზაო მონაკვეთის 15-კმ-ის მოშორებით იყო ჩაფლული.
ბომბი საგზაო მონაკვეთის შემოწმებისას აღმოაჩინეს. ადგილზე მობილიზებულია ბრონეტექნიკა და სპეციალისტები. ბომბი გააუვნებელყვეს. როგორც სამართალდამცავები ვარაუდობენ, შესაძლებელია ბომბი ქურთების მუშათა პარტიის მიერ იყოს დამონტაჟებული – წერს გაზეთი Hurriyet პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურს ხვალ პარლამენტში ელოდებიან
შემდეგი სტატია,,მე არ ვსვამ კითხვას – წავაგებთ თუ არა ომს, მე ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ”