თურქეთში “შაჰ დენიზის” გაზსადენზე აფეთქება მოხდა

ტერორისტებმა გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი ააფეთქეს. შემთხვევა ყარსის პროვინციაში მოხდა. როგორც პროვინციის გუბერნია ავრცელებს, დადგენილია, რომ ტერაქტი "ქურთების მუშათა პარტიის მიერ არის ორგანიზებული" - აცხადებს ადგილობრივი მედია. აფეთქება გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც იტყობინებიან, თავდასხმაში დაახლოებით 20 ბოევიკი მონაწილეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის მონაცემებით, საწვავის გაზსადენით მომარაგება შეჩერებულია და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა. ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია უშიშროების და სამაშველო სამსახურები. კონტროლქვეშაა აყვანილი მიმდებარე რაიონები. მედიის ცნობით, იყო სროლებიც. გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი 2007 წლის 25 მარტს გაიხსნა. მილსადენის დიამეტრი 42 დიუმია, გამტარიანობა - 970 კუბა მეტრი (442 კუბა მეტრი აზერბაიჯანში, საქართველოსა და საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ერზერუმამდე 280 კუბა მეტრი). აღნიშნული მილსადენით შახ დენიზის პროექტის განხორციელებაც იგეგმება.ტერორისტებმა გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი ააფეთქეს. შემთხვევა ყარსის პროვინციაში მოხდა. როგორც პროვინციის გუბერნია ავრცელებს, დადგენილია, რომ ტერაქტი “ქურთების მუშათა პარტიის მიერ არის ორგანიზებული” – აცხადებს ადგილობრივი მედია.
აფეთქება გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც იტყობინებიან, თავდასხმაში დაახლოებით 20 ბოევიკი მონაწილეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის მონაცემებით, საწვავის გაზსადენით მომარაგება შეჩერებულია და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა. ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია უშიშროების და სამაშველო სამსახურები. კონტროლქვეშაა აყვანილი მიმდებარე რაიონები. მედიის ცნობით, იყო სროლებიც.
გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი 2007 წლის 25 მარტს გაიხსნა. მილსადენის დიამეტრი 42 დიუმია, გამტარიანობა – 970 კუბა მეტრი (442 კუბა მეტრი აზერბაიჯანში, საქართველოსა და საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ერზერუმამდე 280 კუბა მეტრი). აღნიშნული მილსადენით შახ დენიზის პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: ეს მთავრობა უნდა გადადგეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება