თურქეთში ქართული ბანდიტური დაჯგუფება აიყვანეს

,,თაიმერის,, ცნობით, თურქეთის ქალაქ ქონიას უსაფრთხოების სამსახურმა, ხუთდღიანი სამძებრო ოპერაციის ჩატარების შედეგად, ქალაქ ანტალიასთან ახლოს საზაფხულო აგარაკზე 8 ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაგან 2 ქალია და რომელთაც მაისის ბოლო რიცხვებში რამდენიმე სხვადასხვა კერძო პირის ავტომობილებიდან დიდძალი თანხის მოპარვა ედება ბრალად.

პოლიციის განმარტებით, დანაშაულებრივი ბანდის 8 წევრიდან მხოლოდ ერთი 41 წლის ოსმან გ.  თურქეთის მოქალაქეა… დანარჩენი 7 ქართველი ეროვნებისაა და მათ შორის ხუთი: 41 წლის -ხათუნა დ. (ოსმან გ-ს მეუღლე) – 26 წლის თეა კ. – 26 წლის ზურაბ ო. – 55 წლის თეიმურაზ ჯ. -24 წლის ლევან კ.  საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო 48 წლის გოჩა კ. რუსეთის მოქალაქეა და 41 წლის მალხაზ უ. უკრაინის. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილები, ბანკიდან გამოსულ კლიენტებს უთვალთვალებდნენ და იმ პირებს რომლებსაც დიდი თანხა გამოჰქონდათ მანქანით უკან მიყვებოდნენ… მას შემდეგ, რაც პატრონი მანქანას ტოვებდა, ამტვრევდნენ შუშებს და თანხას იპარავდნენ. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნა რამდენიმე  ბანკთან არსებული კამერის ჩანაწერები… მათ საეჭვოდ მიიჩნიეს ერთი მანქანა ნომრით  34 LH 0558, რომელიც ორ სხვადასხვა შემთვევის დროს იდგა ბანკთან ახლოს… აღმოჩნდა, რომ მანქანა არენდით იყო გაცემული და ის საქართველოს მოქალაქეს თეიმურაზ ჯ-ს ყავდა ნაქირავები… პოლიციამ ქართველების კვალს, სწორედ ნაქირავები ავტომობილის მეშვეობით მიაგნო.

პოლიციის განმარტებით, ბანდიტები საზაფხულო აგარაკზე მაშინ აიყვანეს, როცა ისინი ქეიფობდნენ საქართველოში გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე… მათ თან აღმოაჩნდათ დიდძალი ნაქურდალი თანხა და ასევე ნაძარცვი თანხით  შეძენილი ძვირფასი ნივთები.

TIMER-AA

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრემიერმა ალექსანდრე კვიტაშვილს რეფორმების შედეგების წარდგენისთვის სამი თვე მისცა
შემდეგი სტატიაარჩილ ხაბაძე – 2016 წლის ოქტომბრამდე, სანამ მორიგი არჩევნები არ იქნება, მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე