თურქეთში ქართველი ჟურნალისტები ცემეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებს, რომლებიც თურქეთში მომხდარი ავარიის გასაშუქებლად ჩავიდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს საავადმყოფოს ეზოში შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გადამღებ ჯგუფს კამერები დაუმტვრიეს და კასეტა წაართვეს, რომელზეც მასალა ჰქონდათ ჩაწერილი.

მომხდარი ინციდენტის გამო, ჟურნალისტები გვიან ღამემდე თურქეთის ქალაქ რიზეს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

„რიზეს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. დაკითხვას ტრაპზონის გენერალური კონსული ავთანდილ ნიქაცაძეც ესწრებოდა. როგორც კონსულმა აღნიშნა, გამოძიებას საკონსულო პირად კონტროლზე აიყვანს. სასამართლო ერთ თვეში გაიმართება“, – აცხადებენ დაზარალებული ჟურნალისტები.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაცემა იზღუდება – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიასხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება