თურქეთში აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაიღუპა და ათამდე დაიჭრა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია სიირთში აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაიღუპა და ათამდე დაიჭრა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ გზაზე იყო განთავსებული, რომელზეც სამხედრო ტრანსპორტს უნდა გაევლო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, სამხედროები ბრალს ქურთ მებრძოლებს სდებენ.

სტამბოლში კი “დოლმა-ბაჰჩეს სასახლეში” მომხდარი სროლის გამო ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, მესამეს ამ დრომდე ეძებენ.

დაკავების დროს ერთ-ერთი სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა.

“დოლმა-ბაჰჩეს სასახლეში” პრემიერ-მინისტრის სამუშაო ოფისია განთავსებული. ინციდენტის დროს ის სასახლეში არ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: რუსეთი არის მტერი და მტერთან ურთიერთობების დათბობა არ გამოვა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს