თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. გარდაცვლილია ერთი ქალბატონი.
“აჭარაში მცხოვრები ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი რიზესთან ავარიაში მოხვდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი არდაშენის საავადმყოფოშია მოთავსებული”, – აღნიშნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან გორგილაძემ.
მისივე თქმით, ის ამ წუთებში თურქეთში მიემგზავრება, რათა ქართულმა მხარემ დაშავებულებს დახმარება გაუწიოს.