თურქეთს შავი დღე გაუთენდა

დღევანდელი დღე თურქეთის ისტორიაში პოზიტიურ დღედ ნამდვილად არ შევა, რადგან გარდა იმ ტერაქტისა, რომლის დროსაც პროკურატურის შენობაში ტერორისტებმა ერთერთი ცნობილი პროკურორი მძევლად აიყვანეს და რომლის შედეგები ხელისუფლების მიერ ინფორმაციის დაბლოკვის გამო ამ დრომდე უცნობია… დღეს დილით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაწყებული ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა,  როგორც სტამბულს ასევე სხვა  ქალაქებსაც გადაედო და კრიზისმა ქვეყნის 81 პროვინციიდან 30,  თითქმის ნახევარი ქვეყანა მოიცვა.

გათიშვები იმდენად უკონტროლო და მასშტაბური იყო, რომ ელექტროენერგიის გარეშე არამარტო უბრალო მოსახლეობა, არამედ სტრატეგიული ობიექტებიც შუქის გარეშე დარჩნენ… რამაც ხელისუფლება ჰაკერების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე დააეჭვა… შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად ენერგეტიკის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა კრიზისის სალიკვიდაციო შტაბი.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ტანერ ილდიზის განცხადებით, მდგომარეობის გამოსწორება შუადღისთვის დაიწყო და საღამოსკენ გათიშული ობიექტების 80% ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მიმდინარეობს მუშაობა მიწოდების სრულ აღდგენაზე.

თურქული მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური სათნოების სახლ “კათარზის” ხელმძღვანელობის განცხდებას ეხმაურება