დღეს სტამბულის იუსტიციის სახლში ტერორისტებმა სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებებზე მომუშავე პროკურორი მეჰმეთ სელიმ ქირაზი, საკუთარ სამუშაო ოთახში მძევლად აიყვანეს, რის შემდეგაც თურქეთის უშიშროების ძალებმა მისი განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება…
ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის მუხლებზე დაყრდნობვით, ეროვნული უსაფრთხოების მოტივაციით, ტერაქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება დროებით აკრძალა… სანამდე გაგრძელდება ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა, თურქული წყაროები არ აკონკრეტებენ.