თურქეთი სირიაში შეჭრას აპირებს…

1074827_620x410თურქეთის მთავარი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) გენერალური მდივნის გიურსელ თექინის განცხადებით, თურქეთის ჯარი ორ დღეში სირიაში შეიჭრებაა…

გაზეთ ,,ტარაფ,,-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, გიურსელ თექინი აცხადებს, რომ მმართველი სამართლიანობისა და აღორძინების  პარტიამ (AKP) ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო, რაც სირიაში შეჭრის სურვილით გამოიხატება და რასაც თურქეთის ხელისუფლება პარასკევს ღამე აპირებს…

გიურსელ თექინის განცხადებას ამ მომენტამდე ხელისუფლებიდან მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი ტანერ ილდიზი გამოეხმაურა და მოუწოდა თექინს დაასახელოს წყარო, რომელმაც მას ეს ინფორმაცია მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი, რომელსაც სირიის კონფლიქტი ამ ქვეყნიდან დევვილი 2 მილიონამდე ადამიანის სახით ყველაზე მეტად დააწვა, დიდი ხანია აცხადებს სურვილს სირიაში შეიჭრას ნატოს ეგიდით და შექმნას იქ ბუფერული უსაფრთხოების ზონა… რაზეც აშშ-ს და ნატოს თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ყველას გავცემ საკადრის პასუხს